კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ეკა ბესელია მიესალმება ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პირველ ოქტომბრამდე დარჩენილ დროში რეალურად ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ყველა ადამიანი ერთ მუშტად შეკრული აღმოჩნდება.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელმა სხდომამ, სადაც მიიღეს გადაწყვეტილებს საარჩევნო უბნებზე ტელე და ფოტო გადაღებების მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, წარმოაჩინა და დაადასტურა, ვინ არის ოპოზიცია და ვინ - თამაშობს ხელისუფლების თამაშს", - განაცხადა ბესელიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარობდან თავის კანდიდატურას ხსნის.