სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, დაკავებულია გლდანის მერვე საპყრობილის კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წამება, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 12 პირია დაკავებული - დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი მოხელეების დიდი ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები