სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შეისწავლის. როგორც ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა ჯგუფი ათი დღის ვადაში ჩამოყალიბდება.
,,ჩვენ რამდენიმე დღე ვმუშაობდით იდეაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიძეიბს ყველა ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში სასელაღსრულების სისტემაში ადამიანების უფლებები დარღვევის კუთხით", _ განაცხადა ტუღუშშმა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი პრივილეგიებითი ისარგებლებს.
,,ვესაუბრე პრეზიდენტს და მივიღე მისგან თანხმობა, რომ ათი დღის განმავლობაში დავაკომპლექტებთ ეფექტურ საგამოძიებო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტის წევრები, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, პროკურორი, რომელსაც აქამდე მსგავსი საქმეების წარმოებასთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საგამოძიებო ჯგუფში სათათბირო ხმის უფლებით მოვიწვევთ, როგორც დამკვირვებლებს, ასევე კონსულტანტებს და საერთაშორისო გამოჩენილ ექსპერტებს, რომლებიც ჭეშმარიტების დადგენაში მოგვეხმარებიან", - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას სახელმწიფო დააფინანსებს.
,, საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას დააფინანსებს სახელმწიფო. ჯგუფს მიეცემა საკმაოდ დიდი მანდატი, ჯგუფს ექნება უფლებამოსილება აწარმოოს მოკვლევა ციხის დაწესებულებებში, ასევე შეხვდეს იმ პირებს, რომლებიც მათი ინტერესის საგანი იქნებიან. Aასევე შეეძლებათ მიიღონ ახსნა-განმარტებები, როგორც სავარაუდო მსხვერპლისგან, მოწმეებისგან და სავარაუდო სამართალდამრღვევებისგან. თუ ჯგუფი მოითხოვს, რომ რომელიმე საჯარო მოხელეს სისტემაში დღემდე საქმიანობს, არ რომელიმე დაკავშირებულ პირს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება დაკმაყოფილებული იქნება", - განცხადა ტუღუშმა.
გიორგი ტუღუშის განცხადებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს შესაძლებლობა ექნება მოკვლეული მასალები საჯარო გახადოს.