დღეს, 25 სექტემბერს, „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე შეხვედრებს იტალიისა და საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან გამართავს.
24 სექტემბერს შეხვედრები უკვე გაიმართა ჩეხეთისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან საქართველოში, სადაც საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს, რომლებიც ქართული მედიასაშუალებებით უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება.
შეხვედრებზე საგანგებო ყურდღება დაეთმო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
მასალის გამოყენების პირობები