ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი. მე-13 კმ.), 15:00 საათზე, ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ. მედიის წარმომადგენლები ცესკო-ს მიერ მიღებულ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც მედიას არჩევნების დღეს შეზღუდვები დაუწესდა.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).
მასალის გამოყენების პირობები