.,,ქდმ"-ში არ ფლობენ ინფორმაციას დატოვებს, თუ არა ინგა გრიგოლია ,,ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობს. როგორც ჟურნალისტებთან მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა ჯერჯერობით ინგა გრიგოლიას არ შეხვედრიან.
"ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიას შევხვდებით", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფესიბუქის" გვერდზე წერს .
"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია.