"თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" ხელმძღვანელის ნიკოლოზ მეტრეველის მამა მის შვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ნიკოლოზ მეტრეველის მამა ლევან მეტრეველი აცხადებს, მისი სახლის წინ შეინიშნება სამართალდამცველთა მანქანების კონცენტრაცია და აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის შვილზე ზეწოლა ხორციელდება.
ლევან მეტრეველი წინასწარ აფხართხილებს სამართალდამცველებს, რომ მისი შვილი არ არის ნარკომანი, არ ეწვა სიგარეტს, მისდევს სპორტულ ცხოვრებას, აქვს საკმაოდ გაწონასწორებული სიმთვრალე და ფსიქიკურადაც გაწონასწორებული პიროვნებაა.
"მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია, უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა აღსდგეს სამართალი და შესაბამისად აღარავის აღარ ექნება იმის საშუალება, რომ ვინმეზე ზეწოლა განახორციელოს",_ განაცხადა ევრაზიის ფონდის წარმომადგენელმა ლევან მეტრეველმა.