სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, ორგანიზაცია `წმინდა გიორგის სადროშოს~ ლიდერი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ქსნის კოლონიის ე.წ. ტუბზონაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქსნის კოლონიის ე.წ. ტუბზონაში, სადაც ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით შეპყრობილი პატიმრები არიან მოთ ავსებულნი, ისეთი სასწაული ხდება, რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ვნახეთ, ის არის მოგონება.
"ქსნის ტუბზონაში ციხის უფროსი არისვინმე თოლორდავა, ხოლო მისი მოადგილე
არის ვინმე "ნინძა"... იცით, რას აკეთებს ეს ნინძა? სასიკვდილოდ რომ არის გადადებული
და არაფერი რომ არ ეშველება, აი, იმ ტუბერკულოზიან პატიმარს გამოიყვანს, თვითონ
ჩაიცვამს ნინძის ფორმას და კარატეს ილეთების გამოყენებით სასტიკად სცემს ისედაც დაუძლურებულ და გაუბედურებულ პატიმრებს(!!!)!.. ეს კაცი არის მანიაკი, რომელიც
ტუბერკულოზიანების სისხლით ტკბება(!!!)!.. მოგეხსენებათ, ტუბერკულოზიან ადამიანს რომ მთელი ძალით წიხლს ჩაარტყამ მუცელში, ის პირიდან სისხლს ამოიღებს და ეს სატანა ამას რომ უყურებს, ამით ტკბება(!!!)!.. ჯანდაცვას იმ ტუბზონას იცით, ვინ კურირებდა? ნინო კალანდაძის ნახევარძმა, რომელიც იყო ბაჩო ახალაიას უახლოესი ძმაკაცი და მარჯვენა ხელი!.. ალექსანდრე მუხაძე, რომლის შესახებაც დღეს ამდენს ლაპარაკობენ და რომელმაც პატიმარი სერგო თეთრაძე გაუპატიურების დროს მოკლა, მაშინ, ბაჩო ახალაიას დროს, ციხის რეზბალნიცის" უფროსად დანიშნა ახალაიამ(!!!)!", - აცხადებს მამა ელიზბარი.