ჭონქაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის მიზეზი.