"ამ საშინელმა კადრებმა ითამაშა დეტონატორის როლი" და "ეს თაობა აღარ მოითმენს იმის მეათედსაც კი, რაც მოითმინა სხვა თაობამ", - ამის შესახებ კოალიცია "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანა დევდარიანმა სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "
ღია სტუდიაში " ციხეებში პატიმრების წამების გამო სტუდენტების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებიოთ განაცხადა.
დევდარიანი მნიშვნელოვნად მიიჩნეევს, იმ გარემოებას, რომ ახალგაზრდებმა არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში არ ჩააყენეს საპროტესტო მოძრაობა.
"მათ თქვეს, რომ ეს ჩვენ ვართ, ჩვენ თაობა ვართ და ჩვენ ვაპრიტესტებთ ამას", - განაცხადა დევდარრიანმა.
მისივე თქმით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ახალგაზრდების საპროტესტო მოძრაობა საკუთარ თავს მიაწეროს.