დღეს, 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, პირველ საშუალო სკოლასთან, ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და შემოქმედი ადამიანები მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავენ, ქართულ ციხეში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამო.
აქცია არაპოლიტიკური ხასიათისაა. აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდა პოეტი გიორგი ცხვიტარია და მარიამ გელაშვილი არიან.