დღეს, 25 სექტემბერს, 12 საათიდან 17 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ბერბუთის, ტყვარჩელის, ასლანიდის, კოდორის, აკურის, ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გუდარეხის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.
26 სექტემბერს 12 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მეველეს და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.