დღეს, 25 სექტემბერს, 09:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", მუშაობას დაიწყებს საერთაშორისო ანტიკორუფციული სემინარი, რომელშიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 57 წარმომადგენელი მონაწილეობს. მოწვეულთა შორის არიან აშშ-ის, საფრანგეთის, ლიხტენშტეინის, დანიის, ლიტვის, ჰონგ-კონგის, ჩინეთის, სერბეთის, იტალიისა და აზერბაიჯანის პროკურორატურისა და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, ასევე - გაეროს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენელი.
სემინარის მონაწილეები განიხილავენ სამ ძირითად საკითხს ანტიკორუფციული მიმართულებით - მექრთამეობის რთული საქმეების გამოძიება, უკანონო გამდიდრების დანაშაულის კრიმინალიზაცია და სისხლისსამართლებრივი დევნა, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.