დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა, 25 სექტემბერს იგეგმება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება.
კალანდაძის განმარტებით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასაბლეის 67-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ გენერალურ დებატებში, რომელიც 24 სექტემბრიდან გაგრძელდება რეალურად მთელი კვირის განმავლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრი გრიგოლ ვაშაძე", - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის განმარტებით, უკვე წინასწარ დაგეგმილია 40-მდე შეხვედრა, რომელიც იქნება ორმხრივი ხასიათის. იმავდროულად, დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა.
"26 სექტემბერს დაგეგმილია ასევე სუამის ხელმძღვანელების, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც რიგით მეთვრამეტეა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონალური თანამშრომლობის მთელი რიგი პროექტები", - განაცხადა კალანდაძემ.