არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ფოტო/ვიდეო გადაღება საარჩევნო უბნებზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.
ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განაცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე - სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ისე რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.
გადაღების პერიოდად დაშვებულია უბანში პირველი ამომრჩევლლის მისვლიდან ბოლო ამომრჩევლამდე პერიოდში, ასევე და შემაჯამებელი მის დამტკიცებამდე საჭირო დროით.
საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებას 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.