ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდვს.
ბიულეტენები თბილისის 7 სტამბაში იბეჭდება, ესენია: შპს "სტამბა ქომი", შპს "კაბადონი +", შპს "პრინტ მასტერი", შპს "საარი", შპს "თამარიონი 2000", შპს "ფორმა", შპს "მვპ".
ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად აკვირდებიან წარმომადგენლები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი, საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი,
"მომავლის არჩევანი", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.
ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე - სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული.