შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ალექსანდრეს ძე კოტეტიშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, კოტეტიშვილმა ცივი იარაღით (დანა) დაჭრა ენგურ ადუაშვილი. ადუაშვილს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული ხელის არეში.
ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე სოფელ ქერეში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, ამჟამად იკითხებიან მოწმეები.