ის რაც ვნახეთ, ეს არის აბსოლუტურად იმ სისიტემის ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის დაშინებისა და შეურცხყოფის, ყველა უფლების შელახვის ნათელი მაგალითი, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა თსუ-ის პირველ კორპუსთან სმიმდინარე სტუდენტთა აქციაზე.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ პროტესტი უნდა იყოს პერამამენტული და ჩაერთოს ყველა.
"სახელმწიფოს მხრიდან ამ სისტემაში აკუმულირებული იყო ყველა ის დამნაშავეობრივი ქმედება, რასაც ჩვენ ნელ-ნელა მიგვაჩვიეს და ბუნებრივია, რომ პროტესტი უნდა იყოს პერამანენტული - ახალგაზრდობის მხრიდანაც, არასამთავროებებისაც და ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდნაც. აუცილებლად უნდა იყოს კრიტიკა ამ ერეჟიმის - ძალიან ხამამაღალი, ძალიან გაბედული, რომ ამ პატიმრების მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ დანარჩენები ვისაც ჯერ ეს არ შეგვხებია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესორმა გაფრინდაშვილმა.