ადამიანი, რომელიც შეიძლება, რომ არ იჯდეს ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩაიდინა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჯდეს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილო სააკაშვილმა სასჯელარსრულების ახალი მინისტრთან გამართულ შევხედრაზე. პრეზიდენტმა გიორგი ტუღუშისგან ციხეებში არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა.
"ახლა საჭიროა მუდმივი მონიტორიგნი. ჩვენ უსაფრთხოებას ვერ შევასუსტებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ციხეების კარი უცბად გაიღება. მე ვეთანხმები იმ კონცეფციას, რომ დეპოპულაცია უნდა მოხდეს და ამ გზაზე ჩვენ უკვე ვიდექით. ბრასლეტების სიტემა შემოვიღოთ, ღია ტიპის დაწესებულება რაც არის. ადამიანი, რომელიც შეიძლება, რომ არ იჯდეს ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩაიდინა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჯდეს ციხეში. ეს ზუსტად უნდა განვსაზღვროთ. ერთი მხრივ, საზოგადეოაბა უნდა დავაზღვღიოთ და მეორე მხრივ, ისე არ უნდა გადავიზღვიოთ თავი, რომ უკუეფექტი მივიღოთ. საბოლოო ჯამში, ეს არ არის გრძელვადიანად მიღებული გადაწყვეტილება მათი რეაბლიტაციის კუთხით. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ალტერნატიული სასჯელით, იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ჰუმანიზაცია სასჯელის არის ჩვენის საზოგადეობისთვის დიდი საზომი", - განაცხადა პრეზიდენტმა.