"რა შეფასება უნდა გავუკეთო ამ ყველაფერს - იყო ძალადობა წამება და უბედურება", - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ ციხეში პატიმრების წამების ფაქტების შეფასებისას.
მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა განიცადა ეს ყველაფერი და სოლიდარობას უცხადებს.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი გულისტივილი ასე მძაფრად გამოხატეს. მე ვამაყობ, რომ საქართველოში ასეთი ახალგაზრდობა მოდის. ეს ქვეყანა მათია. თუ ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, მაგათთვის ვიბრძოდით, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ღირსეული ქვეყანა", - განაცხადა მან.