მიხეილ სააკაშვილმა, „ქართული ოცნების" ერთ-ერთ წევრზე ალეკო ტაბატაძეზე ისაუბრა, რომელიც წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. მისი თქმით, ალეკო ტაბატაძეზე იყო ნარკომანიის უფროსი ე.წ ჯალათის სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი.
"ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს, სწორედ ასეთი ხალხის შედეგად მთელი თაობა შეჯდა ნესმზე მაშინდელ საქართველოში. როცა ვარდების რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, უცბად გავიგე, რომ ტაბატაძე პოლიციის უფროსად დანიშნეს, ეგრევე გადავურეკე ბურჯანაძეს და მოვახსნევინე, ის იყო ბადრი ბიწაძის კანდიდატურა, ამის შემდეგ ბიწაძემ კიდევ სადღაც დანიშნა მეორე თანმდებობაზე და იქაც მოვახსნევინე. ძალიან ბევრი თაობა დასვეს ნემსზე და ამით ხელი მოითბეს",- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ადამიანები, ვინც ადრე ხალხს აწამებდნენ, ახლა საქართველოში დაბრუნდნენ და არჩევნებისთვის დაირაზმნენ.