გავრცელებული ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მობილიზების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ იუსტიციის სახლთან მისულმა შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა.
შოთა ხიზანიშვილმა იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვა.
ხიზანიშვილის თქმით, მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა და სთხოვა, რომ როგორმე გაათავისუფლონ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
"აქციის მიმდინარეობის ადგილთან ახლოს პატრულის თანამშრომლები არიან მობილიზებული იმისთვის, რათა გამოირიცხოს ყველანაირი პროვოკაცია ან დაძაბულობა. აქცია მშვიდად მიმდინარეობს და მე უბრალოდ ვთხოვე მათ, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი", - განაცხადა ხიზანიშვილმა.