რაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა თუ მოკლეს, მეც დანარჩენებთან, ხალხის გვერდით აღმოვჩნდი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა.
მიასი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ზურაბ ჟვანიას დროს უფრო ადვილი იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი როდესაც ვიყავი, ჩემი მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვა იყო. ძირითადად, სულ ჟვანიას გვერდით ვიყავი. მას შემდეგ, რაც ზურაბი გარდაიცვალა თუ მოკლეს, მეც დანარჩენებთან, ხალხის გვერდით აღმოვჩნდი. აქტიურად არ ვერეოდი პარტიულ მუშაობაში, მიმაჩნდა, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იყო ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა თევდორაძემ.
თევდირაძემ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ თორმეტი წელი, რომელიც პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მუაშობას დუთმო, პრაქტიკულად, წყალში ჩაიყარა.
"ოთხი წელია, რაც პოლიტიკურ პროცესებს გამოვეთიშე, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თუ რა ხდებოდა ჩემი მუშაობის დროს სისტემაში. ვწუხვარ, თორმეტი წელი, რომელიც პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მუაშობას დვუთმე, პრაქტიკულად, წყალში ჩაიყარა", - განაცხადა თევდრორაძემ და დასძინა, რომ - "იმ პერიოდში, როცა საპატიმროებში შესვლის შესაძლებლობა მქონდა, ანალოგიური (საუბარია გავრცელებულ კადრებზე. რედ) ორი ფაქტი მახსენდება, თუმცა მაშინ პატიმრების წამება ხორციელდებოდა არა ციხის ადმინისტრაციისგან, არამედ ქურდული სამყაროსგან. ამის შესახებ პროკურატურას მაშინვე ვაცნობე და პირები, რომლებიც მსჯავრდებულების წამებაში მონაწილეობდნენ, დაისაჯნენ".