"იუსტიციის სახლთან მოშიმშილეები ხელისუფლების შეცვლამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გოჩა კანდელაკმა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ციხეებში შექმნილ მდგომარეობას. საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებთ, რადგან გამარჯვებებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემა გოჩა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობით თავდაცვის სამინისტროდან იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს, სადაც მოშიმშილეთა აქციას შეუერთდნენ.