საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება, - ამის შესახებ განცხადება აქციაზე დავით გოგიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამის საბაბად ხელისუფლებას საქართველოს სხვადასხვა მიმდინარე საპროტესტო კერების გამოყენება სურს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სერიოზულად განიხილავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს და ამისთვის ხელოვნურად ცდილობენ მდგომარეობის დაძაბვას. როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ეს შეგნებულად სურს, რადგან მის სასარგებლოდ ახლა მხოლოდ დრომ და არჩევნების გადადებამ შეიძლება იმოქმედოს", - განაცხადა დავით გოგიშვილმა.
"მინდა გავაფრთხილო ის, თუკი ქართველებს შორის იოტისოდენა დაპირისპირება მაინც მოხდება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს შეიძლება დაეკისროს", - განაცხადა გოგიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ თემურ ლენგი და შაჰ-აბასი "მოინელა და მიხეილ სააკაშვილსაც როგორმე მოუვლის".