"მე მინდა ვუთხრა ყველა პოლიტიკურ პარტიას: მესმის, რომ საქართველოში ძალიან დიდი რუსული ფულია შემოსული. ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურად არ არის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
სააკაშვილმ აღნიშნა, რომ ადვილია რამე წუნის პოვნა, რადგანაც ქვეყანაში ყველაფერი 100 %-ით კარგად არ არის.
"არ შეიძლება ადამიანის ბედთან თამაში. არ შეიძლება ადამიანის გაჭირვებაზე თამაში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი - გაჭირვებული თუ დამნაშავე. ადამიანების ბედით თამაში და გაყიდვა, ვითომ ეს იყოს რაღაც ვალუტა, რომელიც უნდა გადაცვალო-გადმოცვალო და ამის მეშვეობით შენი მიზნები განახორციელო", - აღნიშნა სააკაშვილმა.