ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ მიიღოს დადგენილება კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების აკრძალვის შესახებ.
"პროტესტს გამოვთქვამთ ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მიერ კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების შესაძლო მიღების გამო.
მოვუწოდებთ ცენტრალური საარჩევნო კომიისიას, თავი შეიკავოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებისაგან.
ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგენილების შესაძლო მიღებამდე, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი პოზიცია".