საპროტესტო აქციაზე, რომელიც თსუ-სთან გაიმართა ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის ორმა წევრმა სხეული დაისერა და მაისურზე სისხლით დაიწერა - "მე მიყვარს პოლიცია".
სტუდენტების განცხადებით, ეს არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციის ნაწილი.
"ჩვენ ვდილობთ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ყველა ადამიანისთვის, თუ რამდენად დიდ ზეწოლას განიცდიან და განიცდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები", - აცხადებენ სტუდენტები.
აქციის მონაწილეებმა თსუ-დან თავდაცვის სამინისტროსთან, იქიდან კი იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.