სტუდენტთა აქცია თავდაცვის სამინისტროდან იუსტიციის სახლისკენ ინაცვლებს.
სტუდენტთა გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარი აზრის გამოხატვასა და არსებული ვითარების გაპროტესტებას ზურაბ ადეიშვილის უწყებასთან შეეცდებიან.
სტუდენტებმა, რომლებმაც მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყეს, უკვე გამართეს აქცია თავდაცის სამინისტროსთან, სადაც აქციის მონაწილეებს სარაგბო გუნდი "არმაზი" შეუართდა.