,,მთავრობა პარლამენტის რეკომენდაციებს სათანადოდ არ ითვალისწინებდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა დავით ტურაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტთან ერთად პასუხისმგებლობას პარლამენტარებს აკისრებს.
,,ამ დღეების განმავლობაში პასუხისმგებლობის შესახებ ბევრი რამ ვთქვით. პასუხისმგებლობას არავინ არ გაქცევია. პარლამენტის წევრები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ კუთხით, რომ რაღაცას ბოლომდე არ ჩავეძიეთ, თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშსს ყურადღება უნდა მიექცეს და პირველ რიგში, რეაგირება შესაბამის ორგანოებს უნდა გაეკეთებინა", _ განაცხადა განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" წერეთელმა.
მისივე განცხადბით, მთავრობა პარლამენტის რეკომენდაციებს სათანადოდ არ ითვალისწინებდა.
,,რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშზე რეაგირებას ჩვენი მხრიდან ესაა რეკომენდაციის მიცემა. მთავრობა პარლამენტის წევრების რეკომენდაციებს, რომ არ ითვალისწინებაამტომ დაემართათ ასეთი რამ: ხალხი დაპატიმრებული და თანამდებობიდან გადაყენებულია", - განაცხადა წერეთელმა.