მწერალმა დათო ტურაშვილმა რუსთავი -2-ის ეთერში, გადაცემა "დღის შოუში", "ქართლის ცხოვრებაში" ასახული ერთი ეპიზიდი გაიხსენა, როდესაც ყიზილბაშებმა ქართველი მოძღვარი გააუპატიურეს.
მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოძღვარი მივიდა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან, მოუყვა რაც დამართეს დამპრყობლებმა და უთხრა, "მე კი არ გამაუპატიურეს თქვენ გაგაუპატიურეს, თქვენა ხართ ჩვენი ხელისუფლებაო".
"ამას მოჰყვა, სინამდვილეში ის აჯანყება და იმ ღამეს 60 ათასივე (ყიზილბაში. რედ.) მოკლეს", - განაცხადა ტურაშვილმა და დასძინა, - "საშინელება წერია "ქართლის ცხოვრებაში" - ასეთი დაუნდობელი ქართველი არასოდეს არ ყოფილა... აკვანშიც კი მოუკლეს ჩვილები”.
მან აღნიშნა, რომ რაღაც ზღვარის შემდეგ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ "მე არ მინდა რომ აქამდე მივიდეთ".
"მე არ მინდა, რომ აქამდე მივიდეთ, თორემ რაც შევქმენით, რაც მოვიტანეთ აქამდე ისიც გაქრება ყველაფერი. თორემ 20 წლით უკან კი არ წავლათ და რომ გვაშინებენ - წარსულში კი არ დავბუნდებით, წარსულის უკან წავალთ", - განაცხადა ტურაშვილმა და დასძინა, - "ამიტომ მინდა, რომ ჩვენ ცოტა მეტი გონიერება აღმოგვააჩნდეს. 1-ელ ოქტომბრამდე მივაღწიოთ როგორმე და მარტივი არჩევანი გავაკეთოთ. ერთხელ მაინც გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - არ მივცეთ ხმა მანიაკებს, მკველებს, იდიოტებს, უწიგნურებს, გაუნათლებლებს, ავადმყოფებს, აფერისტებს. არ მივცეთ ხმა ცნობილ გამყალბებლებს, რომლებიც თავიდან შეიყვანეს კიდევ სიებში. 20 წელია, მეტი, ხელისუფლებაში არიან, გაყალბების მეტს არაფერს აკეთებენ და კიდევ უნდათ რომ ხმა მივცეთ. არ მივცეთ ამ ხალხს ხმა თორემ ისევ პრობლემები გვექნება. მართლა უკან დავბრუნდებით. რაც მოვიტანეთ და რაც შევქმენით ისევ გაგვიქრება".