შსს-ს მიერ გავრცლებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითსაარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანხმად, პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროვიკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება. დეტალების შეფასებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება სავარაუდოდ მრავალჯერ ნანახი "სცენარების" გამეორება იქნება. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა, _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.
" ბოლო პერიოდში მსგავსმა ქმედებებმა ხშირი ხასიათი მიიღო. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე", - განაცხადა ლევან წიკლაურმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.