,,ჭკუაზე გადასული მხეცი, დეგრადირებული პიროვნება, პრეზიდენტი უნდა ველოდოთ რომ გარკვეულ მხეცობას ჩაიდენს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, საცხოვრებელ სახლთან მედიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.
,,ჩემს სახლთან მედიის წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად არიან და პატრულის თანამშრომლები უკვე აღარ ჩერდებიან წავიდნენ", - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენს" ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, Mმიხეილ სააკაშვილისგან გამორიცხული არაფერი არ არის.
,,ჭკუაზე გადასული მხეცი, აბსოლუტურად დეგრადირებული პიროვნება, რომელსაც პრეზიდენტს ეძახის ქართული საზოგადოების ნაწილი, ჩვენდა სამარცხვინოდ, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ რომ გარკვეულ მხეცობას ჩაიდენს. ხაინდრავები სერიოზულად ვართ გამაგრებული, ბევრი ვართ და როგორი შემომსვლელები არიან ვნახავ", - განცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლთან პატრულის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ხოლო სამართალდამცავებმა Mმის მეუღლეს განუცხადეს, რომ სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავენ.