,,უფლებამცველთა გაერთიანება'' პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს.
გაერთიანების ინფორმაციით, შეშფოთებას იწვევს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები,გამოსვლები, სადაც იგი ნათლად ამჟღავნებს მის არამდგრად ფსიქიკურ მდგომარეობას. მისი გამოსვლები კონფრონტაციას, ერის გახლეჩას და დანაშაულობებისკენ მოწოდებას ემსახურება.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს გამოყოს ჯგუფი რომელიც შეისწავლის პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობას რათა აცილებულ იქნას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ჰპოვოს ასახვა''.