"უფლებადამცველთა გაერთიანება'' შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ვინაიდან სწორედ მისი მითითებით სისტემატური ხასიათი მიეცა ,,ქართული ოცნების'' აქტივისტების და უფლებადამცველების დაკავებას და ჟურნალისტებზე თავდასხმას.
"დღემდე უცნობია ,,ქართული სიტყვის'' ჟურნალისტის მაკა დეკანოსიძის ადგილსამყოფელი. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,, ეს პატარა გოგო'' როგორც მას პრეზიდენტი უწოდებს დამნაშავეა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, 333-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მუხლი 154-ე ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში''- ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.