ახლა რომ ამბობენ, არ ვიცოდითო ამის შესახებ იბეჭდებოდა გაზეთებში. ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა '"შუა დღეში" ციხეებში პატიმრების ღირსების შელახვისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
"სხვაგან ეძებენ დამნაშავეს და არა საკუთარ თავში. ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემა, რომელიც არის შენში, შენს ქვეყანაში, შენს თავში მოძებნო. არასოდეს ტყუილი არ მითქვამს და არ მოვიტყუები. პირადად მე, რამდენჯერ მითქვამს, ვისაც ვიცნობ ხელისუფლებიდან, ვისაც ვიცნობ რომ მათთან ახლო ურთიერთობა აქვს, ვეუბნებოდი წლების განმავლობაში, რომ ასეთი რამეები ხდება ციხეებში. მე ბუნებრივია, ნანახი არ მქონდა, მაგრამ პატიმრებისგან ხომ ეს მესმოდა. ვეუბნებოდი ასეთი რამ ხდება ციხეში, ვეუბნებოდი, რომ ამის გარდა, იბეჭდებოდა გაზეთებში, ახლა რომ ამბობენ არ ვიცოდითო. ვგიჟდები, რომ მარტო ბაჩო ახალაის დაჭერას რომ ითხოვენ. ბაჩო ახალაია კი არა, მე მგონი პასუხისმგებლობის აღძრას იმსახურებს ნებისმიერ ადამიანი, ვისაც ევალდებოდა, რომ ამის გამო რეაქცია ჰქონოდა. პარლამენტში არის 150 დეპუტატი. ჩვენ ვიცით სულ 20, რომელიც თავის მოვალეობას აღასრულებს, ანუ იღებს საკნონმდებლო შემოქმედებაში მონაწილეობას. რაღაცას დაიწუნებს, მოიწონებს. დიდი ნაწილი, დაახლოებით ეს არის 100 დეპუტატი, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულით არსებობს და არაფრის გამკეთებელი არ არის", - განაცხადა ტურაშვილმა.
მისი თქმით, მათ ჰქონდათ საშუალება, წელიწადში რამდენჯერმე ომბუდსმენისგან მოესმინათ პატიმართა წამების ფაქტების შესახებ.
"მათ ჰქონდათ საშუალება, რამდენჯერმე, ერთხელ კი არა, რომ ოფიციალური სახელმწიფო პირისაგან, ომბუდსმენი არის სახელმიწო პირი, ოფიციალური მონაცემები მოესმინათ წამების, წამებით დახოცილი ადამიანების შესახებ და რექცია არ ჰქონდათ. შე დედამოტყნულო, ჩემი ფულით, რომ ცხოვრობ ამდენი წელი. რეაქციაც არ გაქვს. სახლში, რომ წახვალ, გადაბრუნდები და დაიძინებ, როცა იცი 20 წლის ბიჭის წამებით კლავენ ციხეში, არ მესმის ამ ადამიანების არსებობას პარლამენტში რა გამართლება აქვს. ან როგორ ითხოვენ კიდევ აირჩიონ და ხმა მისცენ", - განაცხადა ტურაშვილმა.