საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საპატიმროებში საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს, მათი მოქალაქეების წამების გამო არ მიუმართავთ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, სამინისტროსთვის აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალურად არავის მიუმართავს. კალანდაძის განმარტებით, სომხეთი მისი საკურატორო ქვეყანაა და მისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესახებ არავის მიუმართავს.
"რაიმე საეჭვო ფაქტს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და მისი უფლებების შელახვას ქონდა ადგილი, ან ეჭვი არსებობს, რომ მისი უფლებები შეილახა - ჩემი გამოცდილებით და როგორც წესი იმ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დაუყოვნებლივ უკავშირდება და როგორც მინიმუმ ითხოვს ინფორმაციას. სომხეთი უშუალოდ ჩემი კურაციის სფეროა და არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოემართოს ასეთ საკითხზე. ამდენად აღნიშნული შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს"- აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ კადრებში, რომელიც მსჯავრდებულთა წამებას ასახავს, ერთ-ერთი სომეხი ეროვნების ადამიანი იყო, რომელიც მისი დიალექტიდან გამომდინარე შესაძლოა ის სომხეთის მოქალაქე ყოფილიყო.