საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტი (IRI) 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. განცხადება ამის შესახებ დღეს ორგანიზაციამ ოფიციალურად გააკეთა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" IRI-დან აცნობეს, ორგანიზაციის დელეგატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან იორდანიიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან, არჩევნების დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს დააკვირდებიან. არჩევნების დღის შემდეგ კი ორგანიზაცია წინასწარ განცხადებას გააკეთებს არჩევნების მონიტორინგის მიგნებებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას უხელმძღვანელებენ აშშ-ის კონგრესმენები დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი, რომლებიც ასევე არიან ორგანიზაციის (IRI) დირექტორთა საბჭოს წევრები.
"გარდა დელეგატებისა, მისიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებიც, რომლებიც დელეგატებს დახმარებას გაუწევენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უხელმძღვანელებენ: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან ნიქსი.
არჩევნების წინ, დელეგატები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მიიღებენ აშშ-ის საელჩოსაგან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისაგან. ისინი ასევე მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ბრიფინგების შემდეგ დელეგატები გაემგზავრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და უშუალოდ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საარჩევნო უნებზე. ისინი აღმოაჩენენ და შეაფასებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს; ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა კამპანიის რეგულაციები, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და ანგარიშგების პროცესები",_ ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გარდა საერთაშორიო დელეგატებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს ორგანიზაციის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით. დამკვირვებლები აკვირდებიან სხვადასხვა პარტიების მიერ წარმოებულ კამპანიებს, ამომრჩეველთან შეხვედრებსა და სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებს.
ექვს ყველაზე დიდ რეგიონალურ ცენტრში დამკვირვებლები იმყოფებიან 18 ივლისიდან, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ/არიან პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე, რათა დროუალად მოეხდინათ/მოახდინონ ისეთი პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მიწოდება ორგანიზაციის ცეტრალური ოფისისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ეს ჯგუფი დამატებით ძალისხმევას შეიტანს ორგანიზაციის არჩევნების დღის მონიტორინგში, რათა კიდევ უფრო ნათლად იქნეს აღქმული ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო.
"1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში",_ ნათქვამია განცხადების დასასრულს.