საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რუსეთში ვიზიტისა და რაიმე სახის მოლაპარაკებების არსებობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"გვესმის ყველას რომ აბსურდული წინადადებაა. ვიღაცამ მოიფიქრა და იგულისხმა რომ ამას რეზონანსული გამოხმაურება მოყვებოდა. გიგა ბოკერია იმყოფება საქართველოში და არც არასოდეს ქონია მიზნად, რომ ამ ვითარებაში მოსკოვში ჩასულიყო"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.