საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქული მხარის მიერ იშხანისა და ოშკის სარესტავრაციო პროექტი შემუშავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროს თურქული მხარიდან არ მიუღია და ანალოგიურის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია არც საქართველოს კულტურის სამინისტროს. როგორც ცნობილია ვრცელდება ინფორმაცია, რომ
თურქულმა მხარემ იშხანისა და ოშკის სარესტავრაციო პროექტი შეიმუშავა.
"სიმართლე გითხრათ დაზუსტებით არ ვიცი, რომელ პროექტზეა საუბარი. ზეპირსიტყვიერად თურქულ მხარესთან ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ როგორც სურვილი გვაქვს, ქართველი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი ქართული კულტურული ძეგლების აღდგენის საქმეში. ისე თურქულ მხარეს აქვს სურვილი, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის საქმეში მონაწილეობას იღებდნენ მათი ექსპერტები. ოფიციალურად არც ნოტით აქამდე ეს პროექტი მოწოდებული არ ყოფილა. ვფიქრობ რომ ალბად დაუზუსტებელ ინფორმაციას აქვს ადგილი"- აღნიშნა ფაქტის კომენტირებისას ნინო კალანდაძემ.