"შსს-მ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ,,ქართული ოცნების" 20 აქტივისტი დააკავა", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, რომლიც მხარდამჭერების დაკავებას პოლიტიკური ნიშნით ხსნის.
მისვე განცხადებით ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების დევნასა და დაკავებაში უშუალოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არიან.
,,ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკავებულია ,,ქართული ოცნების" ოცი აქტივისტი, რომელიც ეკა ზღულაძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.