1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ შექმნილია 45 საარჩევნო უბანი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 42 ათას 613 მოქალაქეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, ყველაზე მეტი რაოდენობის საარჩევნო უბნები გაიხსნა იმ ქვეყნებსა თუ ქალაქებში სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი კონცენტრაცია იყო დაფიქსირებული. ნინო კალანდაძის განმარტებით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში: ორ-ორი საარჩევნო უბანი ათენსა და სალონიკში. თურქეთის რესპუბლიკაში გაიხსნება 3 საარჩევნო უბანი, თურქეთში საარჩევნო უბნები გაიხსნება, სტამბულში, ანკარასა და ტრაბზონში. ასევე სამი უბანი გაიხსნება უკრაინაშიც: კიევში, ოდესასა და დონეცკში. აშშ-ში გაიხსნება ორი უბანი: ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნონო კალანდაძის განმარტებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებში ორმაგადაა ჩართული. მისი თქმით, განსაკუთრებული დატვირთვა საკონსულო დეპარტამენტზე მოდიოდა, რადგანაც უშუალოდ აღნიშნულ დეპარტამენტზე მოდიოდა რადგანაც სწორედ ის უზრუნველყოფს საზღვარგარეთ განთავსებული საკონსულოებისა და საელჩოების კოორდინაციას, რომელთა ტერიტორიაზეც საარჩევნო უბნები გაიხსნება.
"იმავდროულად შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროსაც საკუთარი მონაწილე ყავს, რომელიც ხელმძღვანელობს ინფორმაციის სათანადო გავრცელებას არჩევნების სამზადისთან მიმართებაში"- განმარტავს ნინო კალანდაძე.