26 სექტემბერს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორგანი ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს. კალანდაძის განმარტებით, დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. ჩანიშნულია ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასაც დაესწრება, რომელიც 27 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ნინო კალანდაძის განმარტებით, უნგრეთის დელეგაციის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.