ბარსელონაში საქართველოს კონსულმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა აცნობა.
"მინდა გამოვხატო დიდი გულისტკივილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ადამიანთა მასობრივი წამების ფაქტების გამო და გავიზიარო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
ძალადობის მიმართ პროტესტისა და უფლებაშელახულ ადამიანთა სოლიდარობის ნიშნად ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - აცხადებს პაპუაშვილი.