,ცესკოს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება არ სურს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ცესკოს მიერ ფოტო/ ვიდეო გადაღების რეგულიერბის დადგენილების შეცვლის კომენტირებისას.
მაია ფანჯიკიძემ არასამთავრობო სექტორია და მედიის წარმომადგენლებსა საკითხის აქტიური გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მადლობა მინდა გადაუხადო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს თემის აქტიურად გაშუქებისთვის. Fფაქტობრივად, ცესკოს საშუალება არ მისცეს საარევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25 პუნქტის შეცვლის, რომელიც არჩევნების დღეს ვიდო-აუდიო გადაღების პროცესს არეგულირებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით ცესკოს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება არ უნდა.
,,ცესკოს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების ეშინია და რასაკვირველია, მედიასაშვალებების უფლებების შეზღუდვა ესაა საუკეთესო შესაძლებლობა, იმისათვის, რომ ხმების უფრო მარტივად გაყალბება მოხდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის განცხადებით ,,ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა სპეციალური დადგენილება სადაც ასახულია, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიასაშვალებების მუშაობა ისე, რომ ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე არ შეფერხდეს.
,,ჩვენ შევიმუშავეთ დადგენილების პროექტი რომელშიც ასახულია როგორ შეიძლება განხორციელდეს მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ხმის მიცემის პროცედურას", - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ცესკო გონიერებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა გაიმართება. საკითხი სხდომაზე 23 სეტემბერს უნდა განხილულიყო თუმცა კონსესუსის მიუღწევლობის გამო საკითხი გადაიდო.
ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად.