24-25 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტივენ ევანსი ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, სტივენ ევანსს დაგეგმილი აქვს საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები. კალანდაძის განმარტებით, მისი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანია, 22-28 სექტემბერს ნატოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ერთობლივ სწავლებებს "საქართველო 2012"-ს დაესწროს, რომლის მთავარი დანიშნულებაც სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო უნარჩვევების გამომუშავებაა. როგორც ნინო კალანდაძე განმარტავს, სწავლებები მნიშვნელოვანია იმ მიმართულებებითაც, რომ საქართველო ბოლო წლებში უშუალოდაა ჩართული და სტიქიური უბედურებების დროს საკუთარ კონტიგენტს აქტიურად გზავნის,. კალანდაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის საუკეთესო კოორდინაცისათვის ასეთი დონის სწავლებები მნიშვნელოვანია.