საქართველოს პრეზიდენტი ხვალ გაეროს გენერალური ასაბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა, ხვალ, 25 სექტემბერს იგეგმება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება.
კალანდაძის განმარტებით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასაბლეის 67-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ გენერალურ დებატებში, რომელსაც დაიწყება დღეს, 24 სექტემბერს და გაგრძელდება რეალურად მთელი კვირის განმავლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, როგორც ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრაფიკი განსაკუთრებულად დატვირთული იქნება, გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველწლიური შეხვედრები მაქსიმალურად გამნოვიყენოთ ჩვენი ორმხრივი შეხვედრებისთვის, რომლისთვის არაჩვეულებრივი ფორმატია გაეროს ასაბლეის სხდომა"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის განმარტებით, უკვე წინასწარ დაგეგმილია 40-მდე შეხვედრა, რომელიც იქნება ორმხრივი ხასიათის. იმავდროულად დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა.
"26 სექტემბერს დაგეგმილია ასევე სუამის ხელმძღვანელების, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც რიგით მეთვრამეტეა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონალური თანამშრომლობის მთელი რიგი პროექტები"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.