,,ბიძინა ივანიშვილს გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
,,არანაირი კავშირი ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" გამოქვეყნებულ ჩანაწერების დამზადებასა და გამოქვეყნებაში არა ქვს. მითუმეტეს, ერთ-ერთი ჩანაწერი 2011 წლის მაისით თარიღდება. Aამ დროს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საერთოდ არ იყო და არ არსებობდა პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება" ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეო-ჩანაწერში გლდანის საპყრობილეში პატიმრების წამებაა ასახული.