ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა. საუბარია საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტებზე, რომელიც შსს-მ გამოავლინა.
იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.