შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.
" ბოლო პერიოდში მსგავსმა ქმედებებმა ხშირი ხასიათი მიიღო. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე", - განაცხადა ლევან წიკლაურმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.